27 мая 2011 г.

მონატრება

       
           
             
ეს მონატრებამ დამრია ხელი
მე შენით მიყვარს ცხოვრება
დღეს მონატრებამ მოთვა ჩემში
რა სიყვარულით დამასნეულე.
დღეს მონატრებამ მოთვა ჩემში
რამდენი სიტყვა,რამდენი ფიცი
დღეს შენ შორსა ხარ მაგრამ ოდესმე
ჩვენ სიყვარულით დავტვრებით ვიცი.
დამბადებელო ფიფქად სიმღერის
ერთადერთობის დამამსხვრეველ
იქნება მალე გამოიდაროს
რომ სიყვარულად დამალევინო.

თოკზე თავს იხჩობს-წყნეთის მაწონი

 ცხელ ხინკლის ორთქლი ასდის ძველ ქუჩებს
აივნის ძირას გდია ჩუქურთმა,
თოკზე თავს იხჩობს-წყნეთის მაწონი
გამოიღვიძა მჭედლის ჩაქუჩმა.
ქუჩის კუთხეში მზე შეიპარა
მოწყურებული დააცხრა სარეცხს,
ამშრალ ბილიკზე გადაწვა ნარდი,
ბიჭუნა ფეხებს გუბეში ირეცხს.
დიასახისი კალთებს იბერტყავს,
სუფთა ჰაერით აივსო სახლი,
დარაბზე მთვრალი გდია ხალიჩა
დაცარიელდა წყნეთელის დახლიც.
მზეს შეეპარა ნელ-ნელა თვლემა
გადაესვენნენ ქოთნის იები,
გარეთ ჩამოჯდა ოთახის შუქი.
ტანგოს ცეკვავენ ქარი და ნუში.



                   

შეცნობისათვის

             
 წყარო ჩხრიალით იცნობა
და ეკლესია გუმბათით,
ღვინო ქვევრშიაც მიცვნია
ადამიანი გურმანით.
გალობა გულის მხნეობა,
ლოცვები სულის ჩურჩული,
ბავშვის აღმზრდელად მიცვნია
ადამიანი ბულბული.

სიზმარი

       
        

ძილში ვნახე ფეხშიშველი
მოვიარე ცა და მიწა,
ალავერდის ჩუქურთმებში
დადიანის საქართველო იწვა.
ბროწეულის ყვავილებში
ჩაიმალა მზე,
იქ ღვინოში ჩაიწურა
საქართველის ზნე,
და მიწაზე გაშოტილი
ფხაკულობდა ბზე,
ხმალ აღმართულ სამშობლოში
მეფე იდგა ზე,
ერეკლეო გუგუნებდა
ხმა ალაზანზე,
ღვთისმშობელი ლოცულობდა
საქართველოზე,
ფიალები იცლებოდა, იცლებოდა დღეც,
და მეც ნეტარ ნასიზმრალზე,
თავს წამადგა მზე.

წიგნი-ნამიანი

   

 
გენიოსების ჩვევა ყოფლა
განსაქარვებლად ეძლეოდნენ სმას,
მერე თეთრ ფურცელს ააჭრელებდნენ
გულში იკრავდნენ დარდის თილისმას.
აჰა,თაროდან მიცქერს ტაბიძე,
მთაწმინდა დუმილს დაულაშქრია
სოფლის გუბეში გაჩრილა მთვარე
დიდ ლიონიზეს დაულანდია.
ტატოს უთუოდ ენატრება ცა
ფოთლის შრიალი,ჩიტის ჟღურტული
აქ ორთქლი ასდის,დათუთქულ რითმები,
და მიცივდება ყავა თურქული.
თვალს ეჩვენება- ბარბაცით მოდის
დუქნის კიბეზე ფუნჯის მელექსე,
მოდი, ქართველო შენ, სიბრძნის წყარო
მოდი. ნახე და ცრემლად გალექსე.
იხჩობა მტკვარში დღეს იავნანა,
და მონაბერი ნიავი არწევს,
მოდი, ქართველო,…
ქართული წიგნი,ქართული გენი,
ქართული ლოცვა გადაარჩინე.