6 июн. 2011 г.

:::::::::::


 მინა ირეკლავს დაცემულ მზის სხივს
და იფანტება ირგვლივ მეორედ,
ქვეყნად ფუსფუსებს ჭიანჭველაც კი
მე კი ცხოვრებას მივყვები მდორედ.

[ ]

ზოგჯერ მაფიქრებს სიტყვა უთქმელი,
ყელში რომ დარჩა ნერწყვად,
ერთხელ,იფეთქებს და აიშლება
წამოვა როგორც სეტყვა.

[ ]
ისევ ფიქრები,აიღებენ ქაჯეთის ციხეს
ისევ ფიქრები,ააგებენ ტაოს,სალაზოს
შენზე ვილიცებ,ვიღაღადებ
  საქართველოო კურთხეულო,ჩემო ლამაზო.
[ ]

მე შევიმოსე გაზაფხულივით,
თმებში ლაჟვარდი შემომეხვია,
სითბო,სიცილი და სიხარული
როგორ,ხშირ-ხშირად შემომეჩვია.


წმ თამარ მეფეს

                 
დედავ წმინდაო,ქართველთა ერთა
შენ მარგალიტის დიდო სადარო,
მეფეთა მეფე გვირგვინოსანო
სხვა რამ სიმდიდრეს უნდა გადარო?

აქ დაიმკვიდრე ახალი კერა
სიბნელე ნათლით შემოსე,
დიდო წმინდანო, ქართველთა დედა,
შენი გვირგვინით დაგვლოცე.

აკაიფებულ ამ წმინდა ცეცხლზე
გაათბე ყველა ჟამთ-მთმენი
ვისაც სწამს შენი ერთობა,
ვინც სულით არის ქართველი.

დიდება შენდა შენს მობრძანებას
კვლავ გაგვინათლე შვილები,
სიმართლის გზებზე გვატარე
არ მოგვიშალო იმედი.


მამა გაბრიელის მარადიულობას

ეს ჯვარი თქვენამდე სულ სისხლით ვატარე;
ღმერთიდან თქვენამდე ვაგე ხიდები,
ეშმაკთან ბრძოლამ დამასნეულა
თქვენგან წავედი მე Gღმერთს ვჭირდები.

ღმერთი არის სიყვარული
ამ შეგნებით Gგავიზარდე,
ამ სიყვარულს მინდობილმა
ფეხშიშველამ გავიზამთრე.

სულს ვუგებდი ღვთის კარიბჭეს,
ღვთის მშობელთან ვსაუბრობდი,
ღვთის შეწევნით ადამიანს
არასოდეს გავურბოდი.

შევიმოსე გლახის კაბით
გული მქონდა ოქროსია,
ჩემი სისხლი დაგიტოვეთ
არაფერი არ მიმსვლია,

ისევ თქვენთან, თქვენით ვსუნთქავ
ჩემს საფლავზე მიგდეთ ყური,
როგორ ვკვნესი, როგორ მიჭირს,
როგორ მტკივა ისევ გული.

გადაპენტილ ყვავილებში
ჩემი სუნთქვა დაქრის სიოდ,
არ ატირდე საქართველოვ
თვალები არ დაისიო.

ცოცხალი ვარ, მცხეთის მიწამ
მიიბარა მხოლოდ ნეშტი
უნდა შეგკრა საქართველოვ,
უნდა გახდე ერთი მუშტი.