26 авг. 2011 г.

ნაორთქლზე ვაწერ

ხანდახან მგონია მკვდარი ვარ,
მივდივარ სარკესთან
ვსუნთქავ..ღრმად
მერე ჩემს ნაორთქლზე
ვწერ…
სიცოცხლე მიყვარხარ.
და ვხვდები
მთავრი აზრია
ცხოვრება, რომ გმუხტავს
მერე შენ მევალე,
ამ წუთისოფლის
მუხტის და ნიჭის ხორციელება
თითოეულ ბგერას
უნიჭოდ ნათქვამს
ებღაუჭები…
დროს ეწირება
ლექსების წყობა
და მე ღრმად ვსუნთქავ
სარკის წინ ჩუმად.
ნაორთქლზე ვაწერ
ლექსთა დარაჯო.
უძილო მწყემსო.


Комментариев нет:

Отправить комментарий