9 июн. 2011 г.

ამაოება

სისხლისფერ ღვინოში ცურავდა ტუჩი
და ლამურობდა,
და ღამურობდა
და საუბრობდა,
ამაოებას რომ გაურბოდა.

ღვინის ბოკალზე ცრემლი გორავდა
თვალიდან ლოყას-ლოყიდან უპეს-
უპიდან ჯიქას ეტორღიალა,
გულო გასკდები, როდემდე გაძლებ?
თუ ფიქრი ნატვრას ელოლიავა...






დღეს, მე დავხატე შენი თვალები


 დღეს, მე დავხატე შენი თვალები
მოწყენით სავეს,
და ნაღვლიანი.
იქნებ იღიმი სულიც არ ფიქრობ
შენზე და ჩემზე,
არ აკავშირებ ცხოვრებას ასე.
დღეს, მე დავხატე შენი თვალები
მოწყენით სავეს,
და ნაღვლიანი.
და რა ვქნა კარგო?
თუ ჩემი გული ასე მკარნახობს...
შენ კი იცინი
თუ სხვას შესცინი?
დღეს მე დავხატე შენი თვალები
და მონატრებას მე თვითონ ვეტრფი.



ოცნება თუ კი იწყება ჩემით


ოცნება თუ კი იწყება ჩემით
თუ გენატრები,
თუ გელანდები,
მაშინ იცოდე,ვარ ბედნიერი.
თუკი ფიქრობ, რომ ჩვენი ხელები
ერთმანეთს მაგრად ჩაეჭიდება,
და ესე ვივლით,
და ესე ვირბენთ,
და ესე ვითვლით
ცხოვრების წუთებს
მაშინ იცოდე, რომ მე მზადა ვარ.

თუ ჩემს ბალიშზე გინდა გეძინოს,
და ჩაძინებულს ჩუმად მიყურო,
და ჩემს სუნთქვაზე შენ დაიძინო,
და ჩემზე ადრე შენ გაიღვიძო,
ფარადა გაწიო, რომ მზემ გამათბოს
ბედნიერება ერთად შევიგრძნოდ.
მაშინ იცოდე,მე დავივიწყე ქვეყნიერება,
მე ფეხშიშველი გამოვიქეცი,
ვარდების ფურცლის გავთელავ ბილიკს.
ცხოვრების ბოლოს
შენ თეთრ წვერებში
მე ჯოხ-ყავარჯნით,
ხელჩაკიდული შევხვდებით სიკვდილს.