30 июн. 2011 г.

ნაოცნებარი...

ეხლა მომინდა
ნაოცნებარი...
ოდესღაც..
ესევ..
ლარნაში ვარდი,
ბოკალში ღვინო,
ტუჩების ფერი,
თუ ტუჩი ღვინით-
დამტკბარი შენით
სხეულის რითმი
წვიმის ჩურჩული
და გარეთ წვიმა
და ბინდი-ბუნდი
დარაჯი მთვარე
და სანთლის შუქი,
სხეულის რითმი
წვიმის ჩურჩული
პირველი კოცნა
აალებული,
და ვნება ჟინი
გადარეული.
ეხლა მომინდა ნაოცნებარის
ჩვენი ხორცშესხმა.

18 июн. 2011 г.

უკანასკნელი გზა

გასვენებისას..ტიროდა ზეცა
მე მივცურავდი ვიღაცის ხელით.
იქ იოკებდა ცრემლებს უცნობი
დედა კიოდა ცრემლით და ცრემლით.

მე მივცურავდი ხის იალქანით
და აქ ვტოვებდი ჩემს სილამაზეს,
მე აქ ვტოვებდი გასახსენებლად
ჩემი გულისთქმის გარითმულ სიბრძნეს.

იყო სიცივე, მაინც თბილოდა
თბილოდა ცადღაც ჩემს სტრიქონებში,
მე მივცურავდი მსუბუქად მძიმე
მე მივცურავდი ზეცის მორევში.

გასვენებისას ტიროდა დედა.....
გასვენებისას ეძახდნენ დედას.....
გარდავიცვალე დაბადებისთვის
მე თქენს გულებში აღმოსაჩენად.

გასვენებისას ლექსიც ტიროდა.......
გასვენებისას ტიტოდა ზეცაც

9 июн. 2011 г.

ამაოება

სისხლისფერ ღვინოში ცურავდა ტუჩი
და ლამურობდა,
და ღამურობდა
და საუბრობდა,
ამაოებას რომ გაურბოდა.

ღვინის ბოკალზე ცრემლი გორავდა
თვალიდან ლოყას-ლოყიდან უპეს-
უპიდან ჯიქას ეტორღიალა,
გულო გასკდები, როდემდე გაძლებ?
თუ ფიქრი ნატვრას ელოლიავა...






დღეს, მე დავხატე შენი თვალები


 დღეს, მე დავხატე შენი თვალები
მოწყენით სავეს,
და ნაღვლიანი.
იქნებ იღიმი სულიც არ ფიქრობ
შენზე და ჩემზე,
არ აკავშირებ ცხოვრებას ასე.
დღეს, მე დავხატე შენი თვალები
მოწყენით სავეს,
და ნაღვლიანი.
და რა ვქნა კარგო?
თუ ჩემი გული ასე მკარნახობს...
შენ კი იცინი
თუ სხვას შესცინი?
დღეს მე დავხატე შენი თვალები
და მონატრებას მე თვითონ ვეტრფი.



ოცნება თუ კი იწყება ჩემით


ოცნება თუ კი იწყება ჩემით
თუ გენატრები,
თუ გელანდები,
მაშინ იცოდე,ვარ ბედნიერი.
თუკი ფიქრობ, რომ ჩვენი ხელები
ერთმანეთს მაგრად ჩაეჭიდება,
და ესე ვივლით,
და ესე ვირბენთ,
და ესე ვითვლით
ცხოვრების წუთებს
მაშინ იცოდე, რომ მე მზადა ვარ.

თუ ჩემს ბალიშზე გინდა გეძინოს,
და ჩაძინებულს ჩუმად მიყურო,
და ჩემს სუნთქვაზე შენ დაიძინო,
და ჩემზე ადრე შენ გაიღვიძო,
ფარადა გაწიო, რომ მზემ გამათბოს
ბედნიერება ერთად შევიგრძნოდ.
მაშინ იცოდე,მე დავივიწყე ქვეყნიერება,
მე ფეხშიშველი გამოვიქეცი,
ვარდების ფურცლის გავთელავ ბილიკს.
ცხოვრების ბოლოს
შენ თეთრ წვერებში
მე ჯოხ-ყავარჯნით,
ხელჩაკიდული შევხვდებით სიკვდილს.

6 июн. 2011 г.

:::::::::::


 მინა ირეკლავს დაცემულ მზის სხივს
და იფანტება ირგვლივ მეორედ,
ქვეყნად ფუსფუსებს ჭიანჭველაც კი
მე კი ცხოვრებას მივყვები მდორედ.

[ ]

ზოგჯერ მაფიქრებს სიტყვა უთქმელი,
ყელში რომ დარჩა ნერწყვად,
ერთხელ,იფეთქებს და აიშლება
წამოვა როგორც სეტყვა.

[ ]
ისევ ფიქრები,აიღებენ ქაჯეთის ციხეს
ისევ ფიქრები,ააგებენ ტაოს,სალაზოს
შენზე ვილიცებ,ვიღაღადებ
  საქართველოო კურთხეულო,ჩემო ლამაზო.
[ ]

მე შევიმოსე გაზაფხულივით,
თმებში ლაჟვარდი შემომეხვია,
სითბო,სიცილი და სიხარული
როგორ,ხშირ-ხშირად შემომეჩვია.


წმ თამარ მეფეს

                 
დედავ წმინდაო,ქართველთა ერთა
შენ მარგალიტის დიდო სადარო,
მეფეთა მეფე გვირგვინოსანო
სხვა რამ სიმდიდრეს უნდა გადარო?

აქ დაიმკვიდრე ახალი კერა
სიბნელე ნათლით შემოსე,
დიდო წმინდანო, ქართველთა დედა,
შენი გვირგვინით დაგვლოცე.

აკაიფებულ ამ წმინდა ცეცხლზე
გაათბე ყველა ჟამთ-მთმენი
ვისაც სწამს შენი ერთობა,
ვინც სულით არის ქართველი.

დიდება შენდა შენს მობრძანებას
კვლავ გაგვინათლე შვილები,
სიმართლის გზებზე გვატარე
არ მოგვიშალო იმედი.


მამა გაბრიელის მარადიულობას

ეს ჯვარი თქვენამდე სულ სისხლით ვატარე;
ღმერთიდან თქვენამდე ვაგე ხიდები,
ეშმაკთან ბრძოლამ დამასნეულა
თქვენგან წავედი მე Gღმერთს ვჭირდები.

ღმერთი არის სიყვარული
ამ შეგნებით Gგავიზარდე,
ამ სიყვარულს მინდობილმა
ფეხშიშველამ გავიზამთრე.

სულს ვუგებდი ღვთის კარიბჭეს,
ღვთის მშობელთან ვსაუბრობდი,
ღვთის შეწევნით ადამიანს
არასოდეს გავურბოდი.

შევიმოსე გლახის კაბით
გული მქონდა ოქროსია,
ჩემი სისხლი დაგიტოვეთ
არაფერი არ მიმსვლია,

ისევ თქვენთან, თქვენით ვსუნთქავ
ჩემს საფლავზე მიგდეთ ყური,
როგორ ვკვნესი, როგორ მიჭირს,
როგორ მტკივა ისევ გული.

გადაპენტილ ყვავილებში
ჩემი სუნთქვა დაქრის სიოდ,
არ ატირდე საქართველოვ
თვალები არ დაისიო.

ცოცხალი ვარ, მცხეთის მიწამ
მიიბარა მხოლოდ ნეშტი
უნდა შეგკრა საქართველოვ,
უნდა გახდე ერთი მუშტი.


5 июн. 2011 г.

ტყვეობაში


ისევ ტყვეობაში იცვლება ბინდი
ბორკილის მაფხიზლებს ჟღარუნი,
ნაძილნასვამი ვიფშვნეტავ თვალებს
წივილი ჩამესმის ღამურის.
ობობა მემეზობლება,
ან კი მაქვს,უფლება არჩევნის?
იქ, ყველა გვერდით, რომ მყავდა-
შნო არა მქონდა გარჩევის.
ფრთები აიშვეს მწერებმა,
ზოგმა იპოვა ფანჯარა,
და ვისაც ჭკუა არ ეყო
ობობის ქსელში ჩამჯდარა.

     
   

1 июн. 2011 г.

მონატრება


   
     
მე მენატრება ჩვენი ოცნება,
მე მენატრება ის მონატრება,
თვალებს რომ ქონდა ნაპეწკლის ელვა
გულს გაჰონდა შავი ზღვის ღელვა,
მე მენატრები ისეთი სწორედ
დრო, დავიბრუნოდ იქნებ მეორედ


სამშობლო

 
ვერც მტერმა მოსპო,
ვერც გამყდველმა,
არ იჩოქებდა,მუხლებზე მუხა,
რაც უფრო მეტი სისხლი სდიოდა,
უფრო და უფრო მქუხარედ ქუხდა.
ერთს დაანგრევდნენ?
ხვალ უფრო მეტი,
ხვალ უფრო დიდი ციხე ხდებოდა.
დღეს ერთს მოკლავდნენ?
ხვალ უფრო მეტი,
ხვალ უფრო ბევრი ბავშვი ჩნდებოდა,
წითლად შეღებილ რიონს,
ერი ავედრებს სიონს,
ვეღარ უძლებენ მელნები
სისხლიან ქორონიკონს.

ღამის თბილისი

    
 აციმციმდება ღამის თბილისი,
ჩემს ფანჯარასთან ქრება ივნისი,
აკისკისდება ვითარცა მტკვარი,
ხვალ უეჭველად იქნება დარი.
იწვის ინათის ციცინათელა,
შუა ღამისას ცეცხლი განელდა,
ბავშვობის ხნიდან მხიბლავს თბილისი
ჩემს ფანჯარასთან ქრება ივნისი.

შთაგონება


   
 თუ ვინმე მყავდა სულის მოძღვარი,
თუ ვინმე მყავდა წმინდათა წმინდათა,
ეს არის ჩემი, სვეტიცხოველი
ეს არის ჩემი,ძველი მთაწმინდა
თუ ვინმე მყავდა მე საოცნებო
და მისაბაძი დიდი ქართველი,
ჩემი ფესვები, მყარი ფესვები,
ეს არის ჩემი გალაკტიონო.
თუ ჩასახულა ჩემში მიზანი,
მე მასთან დიდხანს მიჭიდილია,
მიზანს ყოველთვის აქვს სამართალი
ამას ებრძვოდა დიდი ილია.
ოცნება ვიცი მაინც ახდება
განიკურნება ყველა იარა,
უფალი დასჯის ვინც კი ოდესმე,
ვინც კი ოდესმე,გადაგვიარა.

მე

 

მე,დავიბადე, სექტემბრის თვეში
ზოდიაქოთი ვწონი ხასიათს,
ხან, ნიავივით ავმსუბუქდები
ხან, უბეს ვეძებ ვინაც დამიცავს

მე,დავიბადე,ვარსკვლავთ ცვენის დროს
და ბედი ჩემი გადაწყდა ცაში;
გოგმან გოგმანით შევქმნა ლექსები,
რომ ბედისწერას არ დავრჩე ვალში.

გარდავიცვლები ზაფხულის მიმლევს,
როცა ფერს იცვლის უფალი მთაზე
შემიღამდება წუთისიფელი,
და დამკრძალავენ მთაწმინდის კარზე.

დიდება შენდა დედაო

     
  დიდება შენდა დედაო
საუნჯევ გულის ფეთქვაო
სიტყვები შენებრ ლამაზი
ნეტავ რა უნდა მეთქვაო?
ვარ დაგიბრუნე ამაგი
ვერც ცრემლი შეგიმშრალეო,
კარგი შვილი,რომ გყოლოდა
შენ ღამეები შალეო.
მტკიოდა დედას გეძახდი,
მციოდა მაინც დედასა,
ახლა გულაში ვარ დაჭრილი
ვეღარ ვერევი სევდასა.
ბევრჯერ მსმენია დალოცვა
შეგითხოვია Gღმერთისთვის,
ეხლა ორივემ ვილოცოდ
ჩემი პატარა შვილისთვის.
წმინდაო ღმეთო ისმინე
ცოდვილი დედის ვედრება,
ერთი დღე მაინც შეცვალე
ჩემი ცხოვრების ხვედრება.



     

ჩემი აკვანი



ჩემი აკვანი ირწევა ახლა,
და მე მაწვრთნები, როგორც მწერალი,
ჩემი აკვანი ირწევა ახლა,
და მე ვიზრდები,როგორც მწვერვალი.

შევისისლხორცე ლექსი უენოდ,
ისე ცხოვრებავ,როგორ გაგეგცე?
დრო ისე უქმად, როგორ განვლიო
ახალ დროებად, როგორ არ გექცე?

უნდა შეგკაზმო და გავაჭენოდ,
ერთი ვარსკვლავი უნდა აგინთო,
ამ ღამის ბინდი მოვიცვა სარტყლად,
მერე წერაში,რომ გავათიო.


მეც დავბერდები

 
მეც დავბერდები
როს წლები წავლენ,ხმელი ფოთლები
 მეც ჩამოვხმები-შემოდგომაზე
მწვანე ყლორტები.

ოთხად მოხრილი,მეც ვიქნები
წარსულს ნატრული,
მეც მივბარდები,მშობლიურ მიწას
ხორც გატანჯული.

  შუშის ბოთლებით გავიხანგრძლივებ
მეც წუთისოფელს,
ჩემი ფიქრებით მივემსგავსები
მეც მეფისტოფელს.

თვალის სიღრმეში აკაიფდება
სევდის ნაჯური,
 და მე ვიქნები ჩოხ-კალთი
ბებო ვაჟური.

და მეც,ვიქნები ჩაფერფლილი
პატარა ცეცხლი,
და მეც,დავტოვებ ნანაკვამლევს
ამომწვარსშავად,

ბავშვები ჩუმად ფეხს ჩაყოფენ
ამტვერდებიან,
ქარი მოფანტავს ქვეყანაზე
დარჩენილ ნაცარს.

ღვთისმშობელი


ჩემო,გატანჯულო ღვთისმშობელო
დამიტირია ტკივილი შენი,
ჩემო,საფიქრილო დედავ ღვთისავ
აგიტანია რამხელა სენი.

ჩემო,გატანჯულო ღვთისმშობელო
დიდო მისაბაძო ხატება,
მასწავლე გამიზიარე
დედის ტკივილის დატევა.

ჩემო,სევდიანო ღვთისმშობელო
დამიქარგია მანდილი ცრემლით,
შვილს შეგიმოსვ გარდამოხსნინას
ჭრილობას მოვბან ამ ცოდვილ ხელით.

ჩემო,გატანჯულო ღვთისმშობელო
ჩემო,ცხოვრების სინათლევ,
დადება შენდა მოთმენას
დიდება შენდა სიმართლეს.