31 мая 2011 г.

დედის მონატრება


     

ხანდახან ისე მომენატრები დედა,
არვიცი ხოლმე,სად გადავმალო სევდა,
ცრემლები ყელში დასრიალებენ ერთხანს
უნდა მოგეხვიო,ვეღარ მოვითმენ მეტხანს.

ხანდახან ისე მომენატრები დედა,
შენს სურნელებას,შენს ნაფეხურებს ვმწყევმსავ
ჩამომიქროლებს ჩაძინებული წამი
და ჩემს ბავშვობას, ჩემს იავნანას ვკემსავ.

ხანდახან ისე მომენატრები დედა,
არვიცი ხოლმე,სად გადავმალო სევდა
მომენატრება ოხშივრიანი ქვაბი
ნათითურები,ნათითურები სახლის.