27 мая 2011 г.

თოკზე თავს იხჩობს-წყნეთის მაწონი

 ცხელ ხინკლის ორთქლი ასდის ძველ ქუჩებს
აივნის ძირას გდია ჩუქურთმა,
თოკზე თავს იხჩობს-წყნეთის მაწონი
გამოიღვიძა მჭედლის ჩაქუჩმა.
ქუჩის კუთხეში მზე შეიპარა
მოწყურებული დააცხრა სარეცხს,
ამშრალ ბილიკზე გადაწვა ნარდი,
ბიჭუნა ფეხებს გუბეში ირეცხს.
დიასახისი კალთებს იბერტყავს,
სუფთა ჰაერით აივსო სახლი,
დარაბზე მთვრალი გდია ხალიჩა
დაცარიელდა წყნეთელის დახლიც.
მზეს შეეპარა ნელ-ნელა თვლემა
გადაესვენნენ ქოთნის იები,
გარეთ ჩამოჯდა ოთახის შუქი.
ტანგოს ცეკვავენ ქარი და ნუში.



                   

Комментариев нет:

Отправить комментарий