26 авг. 2011 г.

ნაორთქლზე ვაწერ

ხანდახან მგონია მკვდარი ვარ,
მივდივარ სარკესთან
ვსუნთქავ..ღრმად
მერე ჩემს ნაორთქლზე
ვწერ…
სიცოცხლე მიყვარხარ.
და ვხვდები
მთავრი აზრია
ცხოვრება, რომ გმუხტავს
მერე შენ მევალე,
ამ წუთისოფლის
მუხტის და ნიჭის ხორციელება
თითოეულ ბგერას
უნიჭოდ ნათქვამს
ებღაუჭები…
დროს ეწირება
ლექსების წყობა
და მე ღრმად ვსუნთქავ
სარკის წინ ჩუმად.
ნაორთქლზე ვაწერ
ლექსთა დარაჯო.
უძილო მწყემსო.


დაშორება

დენთის სურნელი
მე და შენს შორის
ისე ტრიალებს
ვიცი იფეთქებს,
გამოვიბამთ რქებს,
და დავივიწყებთ
ერთურთის სათქმელს.
ოდესმე ნაქებს.
გავტანთ ქარებს,
მივკეტავთ კარებს
საერთო საკეტს
გამოვცვლით მაკეტს,
შევიცვილით მარკეტს.
ავაჭღარუნებთ სხვადასხვა ცხენ-ეტლს,
სიტყვას გავყინავთ..
შენ..შენი გზით
მე ჩემი,
მხოლოდ გულები დაიწყებს ფეთქვას
მონატრებისას..
და ისიც ერთ დროს..
გაუძლებს სიშორეს
და მერე ისიც მიიძინებს.
როგორც ყველა ტკივილი...
დედისგან ნაშობი ტკივილიც ხომ,
წარმავალია
სიხარულის მოლოდინში.
და მე და შენ
ტყული მართლის გარჩევას
გავაკეთებთ სხვა ცხოვრების არჩევანს.

1 авг. 2011 г.

პირველი ღამე

მე შენი გედი,
შენ ჩემი ბედი,
ოცნება ძველი,
მოლურჯო ტანზე
შემოტმასნილი.
ვნებისგან სველი
სიცხვილ აყრილი.
გველის პერანგი
პირველი ღამის-
შემოძარვცული
გდია კუთხეში.
ორისთვის ღმერთი
ნაკბეჩი მთვარე,
სახეს არიდებს
ნამუსს ნამსხვრევს..