26 авг. 2011 г.

დაშორება

დენთის სურნელი
მე და შენს შორის
ისე ტრიალებს
ვიცი იფეთქებს,
გამოვიბამთ რქებს,
და დავივიწყებთ
ერთურთის სათქმელს.
ოდესმე ნაქებს.
გავტანთ ქარებს,
მივკეტავთ კარებს
საერთო საკეტს
გამოვცვლით მაკეტს,
შევიცვილით მარკეტს.
ავაჭღარუნებთ სხვადასხვა ცხენ-ეტლს,
სიტყვას გავყინავთ..
შენ..შენი გზით
მე ჩემი,
მხოლოდ გულები დაიწყებს ფეთქვას
მონატრებისას..
და ისიც ერთ დროს..
გაუძლებს სიშორეს
და მერე ისიც მიიძინებს.
როგორც ყველა ტკივილი...
დედისგან ნაშობი ტკივილიც ხომ,
წარმავალია
სიხარულის მოლოდინში.
და მე და შენ
ტყული მართლის გარჩევას
გავაკეთებთ სხვა ცხოვრების არჩევანს.

Комментариев нет:

Отправить комментарий