23 мая 2011 г.

მე ახლა ვხვდები[დედას] სამიჯნურო პოეზია


  
 
მე ახლა ვხვდები,როგორ მჭირდები,
თურმე, რამხელა ძალა გქონია
შენთან სიცოცხლეს და შენთან ყოფნას
თურმე, რამხელა მადლი ჰქონია.
მე ეხლა ვხვდები, შენი ფიქრები
საით დაქროდნენ და ლოცულობდნენ
მე ეხლა ვხვდები, შენი ცრემლები
ღმერთისგან თურმე რას თხოულობდნენ.
მე ეხლა ვხვდები, რა არის ღამე
ღამე მზიანი, როგორ თენდება,
უბესთან ახლოს და გულთან ახლოს,
დედის ტკივილი არ განელდება
მე ახლა ვხვდები, შენი ღიმილის
ბედნიერების დიდ თავმდაბლობას,
ვფიქრობ ასეთი დედობისათვის
თუ, ღირსეულად ვეტყვი მადლობას

ჩაძინებული სიყვარული

 
 
ან კი თუ იყო-საერთოდ სადმე?
ან კი თუ იყო-საით წავიდა?
ან კი თუ იყო-ნუთუ ჩამაკვდა?
ან კი თუ იყო-როგორ გაფრინდა?
ან ისევ არის ჩაბუდებული
ისევ ისეა თავის ადგილას
ისე,ცოტა ხნით მოხუჭა თვალი
და გაიღვიძებს ისევ ერთ დილას.