27 мая 2011 г.

სიზმარი

       
        

ძილში ვნახე ფეხშიშველი
მოვიარე ცა და მიწა,
ალავერდის ჩუქურთმებში
დადიანის საქართველო იწვა.
ბროწეულის ყვავილებში
ჩაიმალა მზე,
იქ ღვინოში ჩაიწურა
საქართველის ზნე,
და მიწაზე გაშოტილი
ფხაკულობდა ბზე,
ხმალ აღმართულ სამშობლოში
მეფე იდგა ზე,
ერეკლეო გუგუნებდა
ხმა ალაზანზე,
ღვთისმშობელი ლოცულობდა
საქართველოზე,
ფიალები იცლებოდა, იცლებოდა დღეც,
და მეც ნეტარ ნასიზმრალზე,
თავს წამადგა მზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий